გირჩის საარჩევნო აუქციონების შესახებ

bid

დაწყება

აუქციონები ჯერ არ დაწყებულა, გთხოვთ დაელოდოთ გირჩის საჯარო განცხადებას, იქამდე კი შეგიძლიათ გაიაროთ რეგისტრაცია.

წესები და პირობები

გირჩის საარჩევნო აუქციონებში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ქვემოთ მოცემულ პირობებს.

გირჩის საუბნო კომისიის წევრი ვალდებულია დაიცვას გირჩის ხმები, ამიტომ გაფორმების დროს მას მოეთხოვება დადოს სათანადო პირობა. ის, ვინც არჩევნების დღეს ამ პირობას დაარღვევს ან რაიმე სახით ხელს შეუწყობს არჩევნების შედეგის გაყალბებას, მომავალში ვერასდროს გახდება გირჩის წარმომადგენელი არჩევნებზე.

თუ გავიმარჯვე აუქციონში, ვადასტურებ, რომ არჩევნების დღეს გამოვიყენებ ყველა არაძალადობრივ შესაძლებლობას, რათა გირჩის მიღებული ხმები ზუსტად იყოს დათვლილი და ასახული ოქმში. ასევე, შეძლებისდაგვარად გავაკონტროლებ, რომ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის და დათვლის პროცესი უხარვეზოდ წარიმართოს.